ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ელისაშვილი მეორე ტურში გავიდა, ეს იქნება “ნაცმოძრაობის” დასაფლავება

“თუ ელისაშვილი მეორე ტურში გავიდა, ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” დასაფლავება, ხოლო, თუ არჩევნები მოიგო, ეს იქნება “ოცნების” დასასრულის დასაწყისი” – ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა.

“ელისაშვილისმმეორე ტურში გასვლა ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” დასაფლავება, რადგან დასრულდება საუბარი მათ მთავარ ოპოზიციონერობაზე, ხოლო, თუ არჩევნები მოიგო, ეს იქნება “ოცნების” დასასრულის დასაწყისი.”- ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარტიული აქტივის გარეშე არჩევნების მოგება, მართალია,  რთულია, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია.

„მესმის, რომ ბევრი “თუ”-ა და პარტიული აქტივის გარეშე არჩევნების მოგება რთულია, მაგრამ პირადად მე არაფერს გამოვრიცხავ. უფრო მეტიც, უპარტიობა დიდი პლუსიცაა, რადგან ბევრს არც “ოცნების” დანახვა უნდა და არც “ნაციონალების”- წერს მერაბ მეტრეველი.

იტვირთბა....