ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულება დამტკიცდა

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულება დაამტკიცეს:

“2017 წლის 11 ივლისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების დადების პროცესის დასრულებაზე. ეს რატიფიკაციის ბოლო ეტაპი იყო. შეთანხმება ძალაში სრულად 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, უკრაინას და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.

იტვირთბა....