ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ცხოვრება აუწეწეს, უდუმაშვილი ინანებს თავის გადაწყვეტილებას…“

„ცხოვრება აუწეწეს, უდუმაშვილი ინანებს თავის გადაწყვეტილებას…” – ასე აფასებს დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია „ნაცმოძრაობის“ თბილისი მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით.

„ნებისმიერი მისი საარჩევნო კამპანია რეპორტაჟი უფროა. ძალიან ძნელი იქნება, ჩვენ მას დავაბრალოთ, რომ უდუმაშვილს აქვს მეურნის თვისებები, პოლიტიკური ლიდერის თვისებები, ეს იქნება წარმოუდგენელი. ალბათ უდუმაშვილი ინანებს თავის გადაწყვეტილებას, რადგან ჩემი აზრით, ის დროს უფრო კარგავს“, – აცხადებს ქანთარია.

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერის არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, კანდიდატად “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი წარადგინა.

იტვირთბა....