ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“სასამართლოს მოვუყვები იმას, რაც ვიცი”: დღეს ეკა ბესელია დაიკითხება

ფოტოგრაფების საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია მისცემს. დეპუტატმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე იმაზე ისაუბრა თუ რაზე ილაპარაკებს პროცესზე:

„მე ძალიან კარგად მახსოვს ის ურთულესი დღეები, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა, ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც ხორციელდებოდა დაკავებულ ფოტორეპორტიორებზე. გიორგი აბდალაძის დაცვის უფლება ისე აშკარად და უხეშად დაირღვა, რომ ამის მტკიცება ობიექტური გამოძიების პირობებში არ გაჭირდებოდა. მაშინ, ყველა იმ უკანონობაზე რაც გლდანის მერვე საპყრობილეში ხდებოდა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან, ვაფიქსირებდი პროტესტს ოქმებში. დღეს სასამართლოს მოვუყვები იმას, რაც ვიცი ამ საქმეზე. იმ უკანონობას, რაც ხდებოდა მაშინ, მათ შორის, ვისაუბრებ უკანონო საპროცესო შეთანხმებაზე, რომელიც დაიდო და რომელსაც მე ხელი არ მოვაწერე, როდესაც აღაიარებინეს ჯაშუშობის უმძიმესი ბრალი ფოტოკორესპონდენტებს. ახლა უკვე თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რაზეც ვსაუბრობდი მაშინ, რომ ეს უკავშირდებოდა 26 მაისის ცნობილ მოვლენებს და დღეს უკვე ამის დამტკიცება არ იქნება რთული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....