ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი და შს მინისტრი ჩხოროწყუში სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს დააჯილდოებენ

დღეს, 20:30 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმ ეკიპაჟის წევრებს დააჯილდოებენ, რომლებმაც ჩხოროწყუში სამაშველო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები – ბესო გაბიანი, ბესო ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი და დიმიტრი ქააძე. დაჯილდოებას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან. დაჯილდოების ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, სოფელ ხაბუმეში სათევზაოდ წასული ორი პირი ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ჩხოროწყუს გამგებლის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩხოროწყუში ბათუმიდან  გაფრინდა.

ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას თევზაობდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო, რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურში დარეკეს. სწორედ სასაზღვრო პოლიციის მფრინავები იყვნენ რომლებმაც ორი მოქალაქის მდიარიდან ვერტმფრენით უვნებლად გამოიყვანეს.

 

იტვირთბა....