ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიბრძოლოთ, მე აქედან, თქვენ – მანდედან”: მიხეილ სააკაშვილი სკაიპით ჩაერთო

დღეს საქართველოს ყავს ორი მტერი – ერთი, რომელიც განაგრძობს ქართული მიწების ოკუპაციას და მეორე – შიგნით, ვინც მოაჯდა და ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს,  განსაკუთრებით ინსტიტუტებს, რომლებიც  დეოკუპაციასთან და საქართველოს განთავისუფლებასთან არის  დაკავშირებული. – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს აფხაზეთის ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე სკაიპით ჩართვისას.
მისი თქმით, ისინი დღითიდღე სუსტდებიან მათი ლიდერის ჩათვლით, თუმცა მათ მხარეს იდგა იმპერია, რომელსაც ჰქონდა ყველა ბერკეტი და 2012 წელსაც და შემდეგაც, უკვე შარშანდელ არჩევნებზეც განახორციელა კლასიკური სპეცოპერაცია.
“დღეს ჩვენ გვებრძვიან ისინი, ვის გვერდით  7 მილიარდიანი ოლიგარქი და უკან რუსეთი ყავთ. რატომ ვერ აკეთებენ ვერაფერს? იმიტომ, რომ ამ პარტიის უკან დგას იდეა, ამ პარტიის უკან დგანან,  უფრო ზუსტად, წინ მიუძღვიან პიროვნებები.  ჩვენ ვართ ერთადერთი მთავრობა, რომელმაც გააკეთა ის, რაც 1991 წლის შემდეგ არავის გაუკეთებია – ჩვენ წავართვით რუსეთს მიტაცებული ტერიტორია (რუსეთი არ აბრუნებს, რუსეთი ყოველთვის იპყრობს ტერიტორიებს). ჩვენ ვიყავით ერთადერთი, ვინც მას წართმეული ტერიტორია გამოსტაცა. ეს არის აჭარა.
აჭარა რომ არ წაგვერთმია, დღეს საქართველო არ იქნებოდა. ბათუმი მაშინ იყო ჩვეულებრივად დაპყრობილზე უარეს სიტუაციაში (მე იქ ხშირად ჩავდიოდი და ვიცი, რა მდგომარეობა იყო ასლანის პირობებში). ჩვენ რომ მაშინ ის რეჟიმი არ გადაგვეგდო, 2008 წლის ომის შემდეგ აჭარის დამოუკიდებლობასაც ზუსტად ასევე გამოაცხადებდნენ და მერე საქართველო არ იქნებოდა.
ვიბრძოლოთ. მე აქედან, თქვენ – მანდედან და ყველაფერი კარგად იქნება. აბა თქვენ იცით.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....