ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, სოფელ კოდასთან მოხდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე ქვეითად მიმავალ 45 წლამდე ასაკის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მძღოლის ვინაობა დადგენილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....