ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 34 წლის ქალი გარდაიცვალა: ექიმი ბრალდებებს პასუხობს

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 34 წლის ქალი გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარს ექიმებს აბრალებენ. ისინი მათ პროფესიულ გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გუშინ, რეფერალური საავადმყოფოს ეზოში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, პაციენტმა ჭარბწონიანობის გამო კუჭზე ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა და მას შემდეგ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ექიმებმა ოპერაციის დროს საყლაპავი მილი დააზიანეს და პაციენტს დრენაჟიც არასწორად ჰქონდა გაკეთებული.

მათივე თქმით, 34 წლის ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დიაგნოზის გარეშე ბოლო რამდენიმე დღეა საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ქალბატონის თბილისში გადაყვანა ორჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ, პაციენტთან არც მოწვეულ ექიმს უშვებენ.

აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამ საკითხით დაინტერესებასა ქირურგის, ზურაბ ჩიხლაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ჰოსპიტალური განვითარების ცენტრის დირექტორი, ეკა ქავთარაძე პაციენტ ნინო კაცაძის ახლობლების ბრალდებებს უარყობს. როგორც ქავთარაძე აცხადებს, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, ექიმები პასუხისმგებლობას იღებენ როგორც წარსულში, ისე ახლა ჩატარებულ მკურნალობაზე.

“ამ პაციენტს თავიდანვე რთული ანამნეზი ჰქონდა. ასეთ პირობებში ყოველთვის შესაძლებელია პაციენტს დამოუკიდებლად წარსულში ჩატარებული რაიმე მკურნალობის შედეგად განუვითარდეს ახალი დაავადება. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე“ – აცხადებს ქავთარაძე.

იტვირთბა....