ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დიდი ოცეულის” სამიტის დაწყებამდე, ანტოგლობალისტებისა და ანტიკაპიტალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰამბურგში, “დიდი ოცეულის” სამიტის დაწყებამდე, ანტოგლობალისტებისა და ანტიკაპიტალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, – ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
მანიფესტანტებსა და ძალოვნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა პოლიციის წინააღმდეგ ბლაგვი საგნებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს. მანიფესტაციაში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას 75 პოლიციელი დაშავდა. ექიმების ცნობით, 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

იტვირთბა....