ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტს ტოვებს

ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტს ტოვებს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ „რუსთავი 2“-ს ბრიუსელში განუცხადა.

„ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე ბატონმა ზალბერმა განაცხადა, რომ ის ტოვებს თანამდებობას და მიდის გერმანიის ელჩად. ეს გადაწყვეტილება მას ადრე ჰქონდა მიღებული და ამის თაობაზე ფორმალურად განაცხადა, თუმცა აგვისტომდე ისევ თანამდებობაზეა“, – განაცხადა დონდუამ.

ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2014 წლის ივლისიდან იკავებს. შესაბამისად, ის ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში სკანდალის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

იტვირთბა....