ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახი სპეციალურ დაცვას ითხოვს

დემირელის სახელობის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახი სპეციალურ დაცვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კოლეჯის დაკავებული მენეჯერის ადვოკატმა პროკურატურას მიმართა.

ჩაბუქის მეუღლის განცხადებით, მისი ქმრის დაკავების შემდეგ, სოციალურ ქსელის მეშვეობით, მას გამუდმებით უცნობი პირები, მუქარის შეტყობინებებს უგზავნიან.  თუბა ჩაბუქი მიიჩნევს, რომ მას და მის შვილებს საფრთხე ემუქრებათ და საქართველოს პროკურატურისგან დახმარებას ითხოვს.

“მუქარის გზავნილებს ადრეც ვიღებდი, თუმცა ბოლო პერიოდში ამან უფრო აგრესიული ხასიათი მიიღო. განადგურებით მემუქრებიან. მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ახლა მეუღლეც არ მყავს გვერდით, ამიტომ ძალიან მეშინია “,- აცხადებს  მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი.

ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურა ჩაბუქების ოჯახის მოთხოვნას დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....