ახალი ამბები მთავარი სამართალი

ომბუდსმენი ითხოვს, რომ აფგან მუხთარლის საქმე პროკურატურას გადაეცეს

აფგან მუხთარლის საქმეზე ომბუდსმენმა პროკურატურას  წერილობით მიმართა. უჩა ნანუაშვილი პროკურატურისგან ითხოვს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პროკურატურას გადაეცეს და აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

ნანუაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიებას იგივე უწყება არ უნდა აწარმოებდეს.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს,“ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კოლმეურნეობის მოედანზე დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერის შესახებ, სადაც კადრები იცვლება, პროკურატურას მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჯურნალისტი აფგან მუხთარლი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ციხეში დააკავეს. მუხთარლი აცხადებს, რომ ის საზღვარზე ძალით ქართველი ამართალდამცველების დახმარებით გადაიყვანეს.

იტვირთბა....