“ბატონი ბიძინა ძალიან კარგად გრძნობს თავს მტრის ჯინაზე” – ასეთი განცხადება გააკეთა, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ “პირველის” ეთერში.
მისი თქმით ექს-პრემიერის ჯანმრთელობის შესახებ ჭორების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება და მისი ავტორები ნაციონალური მოძრაობიდან არიან.
“ივანიშვილი “ქართული ოცნების” და ხელისუფლების გულშემატკივარია” – ამბობს კალაძე და ამატებს, რომ ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში არ ერევა.