დიდუბის რაიონის გამგებლი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ წუხელ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 მაღაზიაა დამწვარი. გამგებლის თქმით, ის დაზარალებულების გვერდით იქნება. მათ ყველა მხრივ მხადაჭერას უცხადებს.
„დაგეგმარება იქნება ყველაფერი ტყუილი თუ არ გვეცოდინება რა ხდება შიგნით. შესაბამისად დაგეგმარება დაგეგმარებისთვის არის სისულელე. ამიტომ ჯერ გავარკვევთ რა ხდება. ყველა იმ ინსტანციაზე, სადაც საბანკო მიმართულებით იქნება ეს, მეპატრონესთან ურთიერთობა იქნება თუ ასე შემდეგ, მე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები და სადაც, რა ინსტანციაზეც დასჭირდებათ მხარდაჭერა, გვერდით დავუდგები,“-განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე 15-მდე მაღაზიაა დამწვარი.
წუხელ ელიავას ბაზრობაზე, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა და გვერდზე მდგომ ჯიხურებსაც გადაედო. ჯერ-ჯერობით უცნობია რომელ განყოფილებაში გაჩნდა ხანძარი.