ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ძალიან გთხოვთ, ნუ მაწუხებთ”: ელიავას ბაზრობის სექტორი 2-ის მფლობელი კომენტარს აკეთებს

ელიავას ბაზრობის სექტორი 2 -ის მფლობელმა “პრაიმტაიმთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის ჯერ მაღაზიის მეპატრონეებთან შეხვედრას არ აპირებს, რადგან “ამის დრო ჯერ არ არის და ისინი შოკში არიან”.  კითხვაზე, დაზღვეულია თუ არა შენობა, დირექტორმა გამაცხადა, რომ არის, უბრალოდ რომელ კომპანიაში, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

“მე რა საჭიროა ახლა მანდ ვიყო, რაც მთავარია, თქვენ ხო ხართ ჟურნალისტები, უნდა ხვდებოდეთ, რომ არაა ის დრო, მირეკავდეთ კომენტარზე. ძალიან გთხოვთ, ნუ მაწუხებთ”, – განაცხადა შენობის მფლობელმა.

როგორც მფლობელი აცხადებს, მას არ აქვს ვერსია, რას შეიძლება გამოეწვია ხანძარი.

“ჩემზე უკეთ ეს თქვენ უნდა იცოდეთ”, – გვითხრა მან.

კითხვაზე, რას ნიშნავდა მისი ასეთი პასუხი, შენობის მფლობელმა გვითხრა, რომ “თქვენ ხართ ადგილზე და გაარკვიეთო”.

primetime.ge

იტვირთბა....