„განიკურნე“ – ასე ქვია ჯანდაცვის სამინისტროს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია, C ჰეპატიტის გამოვლენა. დღეს, „თბილისი მოლში“ სკრინინგი მთელი დღის განმავლობაში სწრაფი, მარტივი ტესტის საშუალებით ჩატარდება.
პროცესის მინდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ესწრება.
ქვეყნის მოსახლეობას ჩ ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირად ღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული. მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა.