პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი 80 ხმით დაუჭირეს, წინააღმდეგ 2 დეპუტატი წავიდა.
მაია მელიქიძე ამ დრომდე პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველია. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მარეგულირებელ კომისიაში ის აგვისტოში გადაინაცვლებს, მაშინ როცა გოჩა შონიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.
სემეკის წევრის თანამდებობაზე მელიქიძის კანდიდატურა პარლამენტს მთავრობასთან შეთანხმებით, პრეზიდენტმა შესთავაზა.