ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე პუტინის პირად წარმომადგენელთან შეხვედრას ადასტურებს

პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, მიხეილ შვიდკოის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით  პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ კომენტარი გააკეთა. აბაშიძის თქმით, ის შვიდკოის პირად საკითხზე სასაუბროდ შეხვდა და მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი საერთო არა აქვს.

რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგურის მთავარი რედაქტორის ვლადიმერ მამონტოვის ვიზიტს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, აბაშიძე ამბობს, რომ ამის შესახებაც ტელევიზიით შეიტყო და არ გამორიცხავს, რომ საქმე  ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან გვქონდეს.

“მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ შვიდკოისთან. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვთქვი კიდევაც გუშინ, რომ ვაპირებდი მქონოდა მასთან პირადი კომუნიკაცია. ვისაუბრეთ, პირადულ საკითხებზე” განაცხადა აბაშიძემ. რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგურის მთავარი რედაქტორის ვლადიმერ მამონტოვის ვიზიტს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ამის შესახებაც ტელევიზიით შევიტყვე  და არ გამორიცხავს, რომ საქმე გვაქვს ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან”,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ “კურიერის” ინფორმაციით, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა და სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს არანაირი პრობლემა არ შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ მამონტოვს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს და ამ მიზეზით 2009 წელს საქართველოდან მისი დეპორტაცია ერთხელ უკვე მოხდა.

იტვირთბა....