aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბრალდებულ დეკანოზს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატრიარქმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დეკანოზის ზიარებაზე გადაწყვეტილების მიღება დაავალა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, როგორც დეკანოზის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, დეკანოზისთვის სამღვდელო ხარისხის და საღმრთო ზიარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებას სინოდი მიიღებს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს:

“სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, ხოლო შემდგომ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში წმინდა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებას საერთოდ განიკვეთოს, თუ მას გარკვეული პეროდით შეუჩერდეს მღვდლობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს, რაშიც თავადვე გვარწმუნებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისათვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ სცნო ის ეკლესიამ უდანაშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა მას საღმრთო ზიარების უფლება.

რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიეღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პატრიარქმა სასულიერო პირებს დეკანოზთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულება დაავალა. დღეს მასთან შევიდნენ სასულიერო პირები. როგორც დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ბრალდებულის მონახულების შემდეგ განაცხადა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მათ პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის თხოვნა დაავალა.

იტვირთბა....