თბილისში შესაძლოა რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური აიღონ, ამის მიზეზი კი, ტრანსპორტის გამართული მოძრაობისთვის ხელის შეშლაა. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი მამაუკა მუმლაძე ამბობს, რომ ასეთ პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხაში 70-80 სადგური შედის. მუმლაძის განცხადებით, ეწს სადგურები თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა.
“გავაკეთეთ აღწერა და დავდეთ ინფორმაცია, რომ თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგური თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა და სატრანსპორტო ნაკადების მომატების შემთხვევაში, აქ პრობლემა შეიქმნებოდა. მაგალითად, როცა გმირთა მოედნიდან ჩავდივართ სანაპიროზე, მარჯვენა მხარეს განლაგებულია რამდენიმე ობიექტი, რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, საბურავების სერვისცენტრი.
“ლაგუნა ვერეს“ მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია „ფრეგოს“ ავტოგასამართი სადგური, რომელიც ფაქტობრივად კლდეშია აშენებული. ამ ობიექტებზე ავტომობილების შესვლა-გამოსვლა ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს. ასევე პრობლემურია და მოძრაობას აფერხებს იუსტიციის სახლის მახლობლად, გამოფენასთან მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური, კახეთის გზატკეცილზე და აღმაშენებლის ხეივანშიც არის რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც ასევე ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას და სატრანსპორტო ნაკადის ზრდის შემთხვევაში, კიდევ მეტ პრობლემას შექმნის. ჩვენ შევადგინეთ პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხა, ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები.“- განაცხადა მუმლაძემ.
წყარო: “კვირისპალიტრა”.