ტაქსის მძღოლებისთვის შესაძლოა 2018 წლიდან ახალი რეგულაციები დაწესდეს. როგორც თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამბობს, ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა დაუწესდებათ. მისი თქმით, მძღოლმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში საინფორმაციო ტაბლო უნდა აიღოს.
“ეს უნდა იყოს უმტკივნეულო ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს ექნება საინფორმაციო ტაბლო – სახელი და გვარი, საკონტაქტო მონაცემები, კომპანია. საინფორმაციო ტაბლო თუ არ ექნება, ე. ი. არ აქვს საქმიანობის ნებართვა. ნებართვა ნიშნავს, რომ ჯანმრთელია და ავტომობილი ტექნიკურად გამართულია. ნებართვის ღირებულება მძღოლისთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ.