“არის თუ არა კარგი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის თანამდებობაზე, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს”, – ასეთი კომენტარი გააკეთა “ნაცმოძრაობის” კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის გამოსვლის შემდეგ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
“ის არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ შეძლებს თუ არა ის ქალაქს გაუძღვეს, რამდენად არის ის დამოუკიდებელი პიროვნება და რამდენად აქვს მერის უნარჩვევები. ეს არის კითხვები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ექნება ზაალ უდუმაშვილთან მიმართებაში. ამ კითხვებზე პასუხს ამომრჩეველი გასცემს”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა.