ოპოზიციური პარტიები პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის განხილვის შეჩერებას და პროექტის განახლებული რედაქციის ვენეციის კომისიისთვის დაბრუნებას მოითხოვენ. 16 ოპოზიციური პარტია მიმართვას ავრცელებს:
”1. როგორც თქვენთვის ცნობილია 2017 წელს საქართველოში დაიწყო კონსტიტუციის რეფორმის პროცესი.პროექტის მიხედვით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესი, იცვლება პარლამენტის არჩევნების სისტემა და იზღუდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებები. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არ იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის, სახალხო დამცველი და ოპოზიციური პარტიებისარცერთი რეკომენდაცია. კონსტიტუციის შესწორების პროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიამ.
აღსანიშნავია, ისიცვ რომ ბოლო (2016) წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველ პარტიას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა უმცირესობამ (48%), ხოლო დარჩენილი 52%-ის ნება კონსტიტუციის პროექტში არანაირად ასახული არ არის.
2. კონსტიტუციის შესწორების პროექტი გაეგზავნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. ხელისუფლებამ წინასწარ განაცხდა რომ გაითვალისწინებდა კომისიის შენიშვნებს პროექტის დამტკიცებისას. ვენეციის კომისიის შენიშვნებს წინასწარ ნდობა გამოუცხადა ოპოზიციამაც.
19 ივნისს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის შენიშვნები, რომელსაც მიესალმა ოპოზიცია.
მმართველმა პარტიამ არათუ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არამედ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო სრულიად განსხვავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნო სისტემით და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადებას 2024 წლისათვის.
3. კონსტიტუციის რეფორმის პარალელურად ხელისუფლება მუდმივად აუარესებს საარჩევნო გარემოს – ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაციის ფორიმირების წესი ხელისუფლებამ ბოლო (2016) წლის არჩევნების შედეგებს მოარგო და 1-დან 4 წევრამდე ზრდის საკუთარ ქვეოტას – რითაც სრულ პოლიტიკურ კონტროლს ამყარებს საარჩევნოადმინისტრაციაზე.
ყოველივე ზ/ა გამომდინარე ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერიოპოზიციური პარტიები, მივიჩნევთ, რომ ე.წ. კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ანტიდემოკრატიული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ დოკუმენტად.
შექმნილ ვითარებაში კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის საუკეთესო საშუალებად მიგვაჩნია:
შეჩერდეს ე.წ. კონსტიტუციური რეფორმის განხილვა პარლამენტში და პროექტის განახლებული რედაქცია დაუბრუნდეს ექსპერტიზისათვის ვენეციის კომისიას, რომლის შენიშვნებიც მთლიანად იქნება ასახული კონსტიტუციის საბოლოო რედაქციაში – რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ფართო პოლიტიკურ და სამოქალაქო კონსესუსს.
სხვა შემთხვევაში მაღალია ალბათობა, იმისა რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები განვითარდება ისეთი მიმართულებით, რაც ხელს არ შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და გრძელვადიან სტაბილურობას”, – ნათქვამია მიმართვაში.
განცხადებას ხელს აწერენ პოლიტიკურიპარტიები – ”ახალი მემარჯვენეები”, ”ახალი საქართველო”, ”ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, ”დემოკრატიული მოძრაობა”, ”ევროპელი დემოკრატები”, ”ევროპული საქართველო”, ”ეროვნული ფორუმი”, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ”თავისუფალი დემოკრატები”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”პატრიოტთა ალიანსი”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”სახელმწიფო ხალხისთვის” და ”ტრადიციონალისტთა კავშირი”.