ახალი ამბები

დეკანოზის ადვოკატი: მთავარი მოწმე, სავარაუდოდ, ირაკლი მამალაძე იქნება

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა. დარბაზიდან გამოსული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მია ზოიძე ამბობს, რომ  შესვენების შემდეგ, ბრალდებულის მხარე მოწმეების დაკითხვას დაიწყებს. ადვოკატის თქმით, მისთვის წინასწარ არ არის ცნობილი ვინ იქნება ბრალდების მხარის მოწმე, თუმცა ამბობს, რომ დიდი ალბათობით პირველი მოწმე ირაკლი მამალაძე იქნება.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა. დღეს, დაცვის მხარე წარადგენს შესავალ სიტყვას. როგორც პროცესის დაწყების წინ ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა განაცხადა, დღეს მათი მხრიდან იქნება სამართლებრივი მიმოხილვა და ასევე ისინი მიმართავენ მოსამართლეს, ობიექტურად და სამართლიანად მიიღოს გადაწყვეტილება. დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....