დღეს, 22 ივნისს, წლის ყველაზე გრძელი დღეა, რადგან ზაფხულის დასაწყისში მზე არის ცის ეკვატორიდან ყველაზე ჩრდილოეთით, ზაფხულის მზებუდობის წერტილში, შესაბამისად, 21 ან 22 ივნისი, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე უგრძესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე კი – უგრძესი ღამე;
ამ დღეს მზე შუადღისას ზენიტში გადის ჩრდილოეთ ტროპიკზე, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი – სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის).
ღამე მატებას 23 ივნისიდან იწყებს.

