aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს NATO-ს გამანადგურებელმა ჩაუქროლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავისთვის ნატო-ს გამანადგურებელი F-16 მიახლოება ნატო-ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად განხორციელდა, – ამის შესახებ პოლონეთის საჰაერო ძალების ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„21 ივნისს კომბინირებული ოპერაციების ცენტრმა განგაში გამოაცხადა მორიგე პოლონური F-16-სთვის, რომლებიც მისიას ახორციელებენ ბალტიის ზღვის თავზე საჰაერო პატრულირების ფარგლებში. მათ გამოავლინეს სამი სამიზნე, რომელიც რუსეთის ფედერაციას ეკუთვნოდა. პირველი იყო შეიარაღებელი Ту-154, ხოლო დანარჩენი ორი კი Су-27, რომელიც შეიარაღებული იყო ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტებით. აღნიშნული ქმედება ნატო-ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად განხორციელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, ნატო-ს გამანადგურებელი F-16 რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოებას შეეცადა. შემთხვევა ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი კალინინგრადიდან ბრუნდებოდა.

სერგეი შოიგუს თვითმფრინავს ესკორტის სახით საზღვაო ავიაციის Су-27-ის გამანადგურებლები მიჰყვებოდა. ნატო-ს ერთ-ერთი გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას შეეცადა, თუმცა მათ შორის რუსული გამანადგურებელი გაჩნდა, რის შემდეგაც F-16-მა უკან დაიხია.

sazogadoeba.ge

იტვირთბა....