ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“სახელმწიფო სამსახურში კონკურსები ფორმალურად ცხადდება, წინასწარ ჰყავთ შერჩეულები”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სახელმწიფო სამსახურებში კონკურსები ფორმალურად ცხადდება და მათ კანდიდატი წინასწარ ჰყავთ შერჩეული. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც მაღალკვალიფიური სპეციალისტია დასვლური განათლებით, 18 კონკურსში მიიღო მონაწილეობა ბოლო სამ წელიწადში სახელმწიფო სამსახურში, ყველგან გავიდა ფინალში ( ფინ. სამინისტრო და ა.შ.) და ყველგან წააგო.
კონკურსები ფორმალურად ცხადდება. წინასწარ ჰყავთ უკვე შერჩეულები და ტყუილად აწვალებენ ხალხს.
ახლახან NDI-იმ ფრაქციას მაგისტრატურადამთავრებული ახალგაზრდა პერსპექტიული მკვლევარი დაგვიქირავა ოთხი თვით. რადგან ეს დროებითი სამსახური იყო, სხვა ვაკანტურ ადგილებზეც შეუტანია განაცხადები. დღეს გავიგე, რომ გაუმარჯვია კონკურსში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადადის. ძალიან გამიხარდა და თანაც გაკვირვებული დავრჩი. არ მეგონა, სადმე თუ შემორჩა კიდევ სამართლიანი შერჩევის მექანიზმი”- წერს რომან გოცირიძე.

იტვირთბა....