ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ორი ამბავი მაქვს – კარგი და ცუდი”

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მას აქვს ორი ამბავი – კარგი და ცუდი.

„ორი ამბავი მაქვს თქვენთვის, ერთი ცუდი და ერთი კარგი. ცუდი თქვენთვის და კარგი ქვეყნისთვის, ის არის რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გიშველით, ყველა ვარიანტში გადაგირჩევენ, შემდეგ არჩევნებზე, ეს გარდაუვალია, მაგრამ კარგი ამბავიც არის, სახელმძღვანელოებში დარჩებით ისტორიას. მაგალითად, თუ როგორი მთავრობა არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას და დიდხანს ემახსოვრებით ხალხს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„პირველი, პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევთ ხალხს. მეორე, ტოვებთ იმ სისტემას რომელიც თქვენ თვითონ მონათლეთ ქვეყნისთვის სახიფათოდ, ოპოზიციაში რომ იყავით დაპირდით ხალხს, რომ გააუქმებდით მომავალში, მაგრამ ხალხი გადააგდეთ, ნორმალური სრულფასოვანი სისტემა არ შემოგაქვთ და მახინჯ ბარიერს გვთავაზობთ, გაქვთ ილუზი,ა რომ ამით შეინარჩუნებთ ხელისფლებაში ყოფნას” – თქვა ბოკერიამ.

“ვენეციის კომისია გადააგდეთ, ყველას დაგვპირდით რომ მათ სამართლებრივ შენიშვნებს გაითვალისწინებდით და მოატყუეთ. ქვეყნის შიგნით ვერც ერთ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან კონსენსუს ვერ მიაღწიეთ. დაარტყით მიწის კერძო საკუთრებას, რწმენის თავისუფლებას, აყევით რუსულ პროპაგანდას, იმის თაობაზე, რომ დასავლეთია საფრთხე ჩვენი ტრადიციებისთვის. „მაოხრებელი გზირი“ რომ არის სულხან საბაში – ორი ამბავი მაქვს თქვენთვის ცუდი და კარგი. ცუდი თქვენთვის და კარგი ქვეყნისთვის, ის არის რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გიშველით, ყველა ვარიანტში გადაგირჩევენ, შემდეგ არჩევნებზე, ეს გარდაუვალია, მაგრამ კარგი ამბავიც არის, სახელმძღვანელოებში დარჩებით ისტორიას მაგალითად თუ როგორი მთავრობა არ უნდა ყავდეს ქვეყანას და დიდხანს ემახსოვრებით ხალხს“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა. ის განხილვებში, სხვა ოპოზიციის მსგავსად, მონაწილეობას აღარ მიიღებს.

იტვირთბა....