ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომან ფიფია: თბილისის “დინამოს” ბაზასთან კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია

თბილისის “დინამოს” ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის პრეზიდენტი, რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს. ფიფიას თქმით დინამოს ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა მერიის დადგენილებით შეჩერდა, როგორც ფიფია აცხადებს, აღნიშნული ნაგებობა სპორტის ობიექტს ფუნქციას უკარგავდა.

„დინამოს ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებული კორპუსის მშენებლობას თავიდანვე უკანონოდ მივიჩნევდით, მეტიც ამ ნაგებობის აღმართვა ფუნქციას უკარგავდა სპორტის იმ ობიექტს, სადაც აღიზარდა ჩვენი ქვეყნის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი.

ქალაქ თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უაღრესად სამართლიანი. მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებას, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ სპორტზე და კერძოდ ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობენ. თბილისის მერია მხარში დაუდგა თავისი ქალაქის სახელოვან კლუბს – დინამოს და აღადგინა სამართლიანობა. გაითვალისწინა რა სასიქადულო ქართველი ვეტერანი ფეხბურთელის და სპორტსმენების, ასევე საზოგადოების მოწოდება და არ იქნა დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა ქართული სპორტის მიმართ.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას დინამო თბილისის ქომაგებს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და ყველას ვისთვისაც ჩვენი კლუბის ისტორია, ასევე მისი მომავალი ძვირფასია.“- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....