ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ აქცია დამსაქმებელი კომპანიის-“ალტკომის” ოფისთან გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ შეჩერდა, მათ კი სამი თვის ხელფასები არ აუღიათ. ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობაზე კომპანია “ალტკომს” 600 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, აქედან 500 ქართველია.
“ალტკომის” წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის მათ წინაშე არსებულ ფინანსურ ვალდებულებებს დაფარავენ, თუმცა დასაქმებულები ამბობენ, რომ დაპირების არ სჯერათ. აქციის მონაწილეებმა კოლექტიური წერილი შეადგინეს, რომლითაც სასამართლოს და ქვეყნის ხელისუფლებას მიმართვენ.