ახალი ამბები მთავარი სამართალი

ველოსიპედისტი, რომელსაც ბათუმში, გუშინ მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

ველოსიპედისტი, რომელსაც ბათუმში, გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც  მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

“მეტრონომს” ველოსიპედისტის გარდაცვალების ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს.

იტვირთბა....