საფრანგეთის პოლიცია პარიზის ელისეს მინდვრების ტერიტორიაზე სპეცოპერაციას ატარებს. Reuters-ის ცნობით, სამართალდამცველებმა მარიის თეატრიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს.
BFMTV-ის ცნობით, ავტომობილი პოლიციის ფურგონს დაეჯახა. დაჯახების შემდეგ, პოლიციის მანქანას ცეცხლი წაეკიდა და სამართალდამველებმა მძღოლი დაიჭირეს.
არის თუ არა ეს ტერორიზმთან კავშირში ჯერჯერობით უცნობია. პოლიციას მიმდებარე ტერიტორიებიდან ხალხი გამოჰყავს.