ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის წევრები შს მინისტრს შეხვდებიან

აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, მღებრიშვილისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოიკვეთება კონკრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა დამატებით ამ საქმესთან დაკავშირებით.

“ეს არის ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების კუთხით, კონსტიტუციური უფლების დაცვის კუთხით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით. ამიტომ, ამ პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. პარლამენტის როლი არის, რომ გარკვეული კონტროლი გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოს. ჩვენ ვაპირებთ შევხვდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვისაუბროთ გამოძიების შედეგებზე. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გვექნება უფრო კონრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება პარლამენტმა ამ პროცესში დამატებით გააკეთოს”,- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან რამდენიმე ხნის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანის ციხეშია დაკავებული. როგორც თავად მუხთარლი ამბობს, ის გაიტაცეს ქართველი სამართალდამცველების დახმარებით. მას აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....