ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

კვირას, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. წინასწარი კვლევების თანახმად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობამ “წინ რესპუბლიკა” ნაციონალურ ასამბლეაში (ქვედა პალატა) შეიძლება მანდატების 80% მიიპოვოს, რაც 1958 წლის შემდეგ, მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრეზიდენტო უმრავლესობაა.

პირველი ტურის ფინალისტები არიან მაკრონის “წინ რესპუბლიკის” 454 კანდიდატი, გაერთიანებული ცენტრისტული პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” (MoDem) 62 წარმომადგენელი, 264 კანდიდატი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიიდან “რესპუბლიკელები”, მარინ ლე პენის “ნაციონალური ფრონტის” 120 წევრი, ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენე პარტიის 67 წარმომადგენელი, სოციალისტური პარტიის 65 წევრი. დანარჩენ სამი ათეულს შეადგენენ მცირე პარტიების ან მოძრაობების წარმომადგენლები ან უპარტიოები.

7 მაისს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა.​

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად საარჩევნო უბნების გახსნიდან ერთ საათში მივიდა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარი არჩევანი ო-დე-ფრანსის რეგიონის ლე-ტუკის კომუნაში დააფიქსირა.

იტვირთბა....