იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს ანგარების მიზნით დაესხნენ. კერძოდ, ორი პირი მის დაყაჩაღებას ცდილობდა,-“მეტრონომს” ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურში მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 15 საათზე, ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე, ცნობილ იუმორისტ – დათო როსტომაშვილს თავს უცნობი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა და ბეისბოლის ბიტით სცემა, -ინფორმაციას და ფოტოებს “ჯორჯიან თაიმსი” ავრცელებს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თავდამსხმელი პატრულმა დანაშაულის ფაქტზე დააკავა. საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.
ამ დროისთვის შემთხვევის დეტალებს სწავლობენ. თვითმხილველების ცნობით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს. აღნიშნული ბიტა ფოტოზეც ჩანს.