ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

LIVE: ლონდონში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

განახლება:

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ხანძარს ლონდონში მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მასშტაბური ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.  სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, რადგან  მეხანძრეები 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ჯერ ვერ ახერხებენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადამიანები შენობაში ახლაც რჩებიან.

ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობა დაღუპულების შესახებ.

მომხდარს გამოეხმაურა ლონდონის მერი და ხანძარს “მასშტაბური ინციდენტი” უწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ შენობაში არ იმყოფებიან.

 

 

იტვირთბა....