ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 1600-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს

რუსეთის ხელისუფლებამ  მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 1600-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. მათ ლიდერს  ალექსეი ნავალნის, რომელმაც მიტინგზე მისვლა ვერ მიასწრო, 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსეთის ამ ქმედებას, ევროკავშირი და შეერთებული  შტატები ეხმაურებიან და ოპოზიციის წევრების მასშტაბურ დაკავებას გმობენ. ოფიციალურ მოსკოვს ფუნდამენტური ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ალექსეი ნავალნის, რუსეთის სასამართლომ, განმეორებით კანონის დარღვევაში დასდო ბრალი, რაც მიტინგის ორგანიზების აკრძალვას ეხებოდა.  ამისთვის ის ციხეში 30 დღეს გაატარებს.

დაცვის მხარის განცხადებით, ყველაზე სასაცილო რამ, რაც პროტოკოლში წერია, არის, ის რომ ნავალნიმ ადმინისტრაციული სამართალი დაარღვია მაშინ, როდესაც სადარბაზოდან გადიოდა.

აქცია ლოზუნგით რუსეთი კორუფციის  გარეშე ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, ყველაზე მეტი დემონსტრანტი მოსკოვსა და სანკტ  პეტერბურგში დააპატიმრეს.

ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებში 850 დემონსტრანტი დააკავეს, თუმცა სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ მათი რიცხვი მხოლოდ 150-ია.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა პუშკინის მოედანზეც და ტვერის ქუჩაზეც დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.

იტვირთბა....