ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გატაცებული ბიზნესმენი “სვეტის” დამფუძნებელია

სკანდალური გატაცების დეტალები ცნობილი ხდება- თბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე იყო, რომელსაც გამტაცებლები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კონკრეტულ თანხას სძალავდნენ. ინფორმაცია “კურიერმა” მოიპოვა.
როგორც გია ჯიბლაძე “რუსთავი 2”-თან ყვება, ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ 4 გამტაცებელი მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა, რომლებმაც თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.

გია ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლა იყო.
თუმცა, მოგვიანებით, ტვ “პირველთან” საუბრისას გივი ჯიბლაძე აცხადებს, რომ ზურაბ წერეთლის გვარი ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ არასწორად გაავრცელა და მან რამდენჯერმე განმარტა, რომ წერეთელს ამ საქმესთან არანაირი კავშირი აქვს.

სავარაუდო გამტაცებლები სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

სამმართველოს უფროსის, მიხეილ ძაგნიძის თქმით, 4 პირი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი ბიზნესმენს 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.

გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....