პრეზიდენტის სიძის დაკავებული მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის მამამ ლადო თათარიშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხდა, რომ უცნაურია, როდესაც ქვეყანაში ასეთი „ჩადებები“ ხდება და შს მინისტრი ამბობს, რომ არ ხდება:
„ყველაზე მთავარი ფიგურანტები ამ „ჩადებაში“ არიან გივი მაისურაძე, პავლე მაჭარაშვილი და დავით ლობჟანიძე. ეს გამომძიებლები უკვე დაიკითხნენ და მათ სრული სიცრუე ისაუბრეს. მინისტრს ან სძინავს, ან უწყებას ვერ ხელმძღვანელობს და უმჯობესია წავიდეს მინისტრობიდან”, – განაცხადა მიხეილ თათარიშვილის მამამ.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მოწმეები იკითხებიან. მიხეილ თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარია. მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

