დედაქალაქის ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თბილისში რამდენიმე რაიონი დაიტბორა. წყალმა სარდაფებსა და სადარბაზოებშიც შეაღწია.
მოვარდნილი ღვარცოფის გამო, გზა დროებით ჩახერგილი იყო ახალდაბაშიც. დაზიანდა გაზსადენი მილი. აღდგენითი სამუშაოები ამწუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობას ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება.