რუსთავში, გვიან ღამით, 24 წლის ქალს, თავისა და გულ-მკერდის არეში, ბლაგვი საგნით, ჭრილობები მიაყენეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით შემთხვევა მე-12 მკრ-ში მოხდა. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ქალებს შორის მოხდა.
დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა კლინიკაში მოათავსა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმე 126-ე მხულით არის აღძრული.