ახალი ამბები მედია მთავარი

„ნიკა გვარამიას წასვლით ჩემთვის არაფერი იცვლება“

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას წასვლით მისთვის არაფერი იცვლება. ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

„საკუთრების უფლების აღდგენას ახლა წყვეტს სტრასბურგის სასამართლო და სახელმწიფო, ქართულმა სასამართლომ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დირექტორად გია ყარამანიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ყარამანიშვილი არის უკვე სააკაშვილის მსხვერპლი, რა ფორმაში იქნება და რა თანამდებობაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამას.

პროცესები ლოგიკური გაგრძელებაა იმის რაც აქამდე ხდებოდა. არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე დასრულდეს. გასაკვირია აქამდე როგორ გაძლეს ერთად“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში თათბირი 13:30 საათზე დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ძმები ყარამანიშვილებიც დაესწრებიან. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ თათბირზე გახდება ცნობილი, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ნიკა გვარამია.

გუშინ  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....