ახალი ამბები მედია მთავარი

ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიას სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიას შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ის “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს,  გვარამია ჯერჯერობით თავის თანამდებობაზეა.

“ჯერჯერობით ნიკა გვარამია არ გადამდგარა თანამდებობიდან. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამას ოფიციალურად გამოაცხადებენ”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგანგებო თათბირის შემდეგ ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას არხის რამდენიმე თანამშრომელი ადასტურებს. მათი თქმით ნიკა გვარამიამ მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.

 

იტვირთბა....