“რა თქმა უნდა, დავესწრები “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“რა თქმა უნდა, დავესწრები “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესს. სახალხო დამცველს ერთხელ უკვე შეეზღუდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ჩვენ შესაბამისი მიმართვა მოსამართლეს რამდენიმე დღის წინ უკვე გავუგზავნეთ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
რამდენიმე დღის წინ უჩა ნანუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის სხდომაზე არ დაუშვეს.
“მოსამართლე ამიხსნა, რომ მას არ აქვს საფუძველი იმისთვის რომ რომელიმე ნორმა მიუთითოს დახურულ პროცესზე სხვა პირის დასასწრებად. ამიტომ, შემომთავაზა მეორე პროცესისთვის შევთანხმდეთ თუ რა ფორმით დაესწრება პროცესს სახალხო დამცველი. მსგავსს პროცესზე სახალხო დამცველის დასწრება არსად აკრძალული არ არის. დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრებასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერი არ არსებობს. სახალხო დამცველს გააჩნია ის უფლებამოსილება, რომ ჰქონდეს წვდომა მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოზე. მივცემ შანსს სასამართლოს რომ შედგეს თანამშრომლობა და სახალხო დამცველი შემდეგ სხდომაზე დაესწროს პროცესს”-განუცხადა “მეტრონომს” უჩა ნანუაშვილმა წინა სასამრთლო პროცესზე არდასწრების შემდეგ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 ივნისს, 13 საათზე გაიმართება.