ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აფგან მუხთარლის ოჯახს დაცვა დაენიშნა

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლს და შვილს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, დაცვა დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქმეში მოწმეთა დაცვის საკითხიც გადაწყდება.

”გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაცვა დაენიშნება ქალბატონ ლეილას და მის მცირეწლოვან შვილს, ასევე იმსჯელებენ მოწმეთა დაცვის საქმესთან დაკავშირებითაც და მოგვიანებით გვაცნობებენ ამის შესახებ”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში დაიკარგა, ხოლო მეორე დღეს ის აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. თუმცა თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ის თბილისიდან ჯერ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს შემდეგ კი აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. ის და მისი ოჯახი აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან იდევნებიან და თავს საქართველოს აფარებდნენ.

იტვირთბა....