ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამინდის უახლოესი პროგნოზი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტი იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, 7 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

5-6 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 გრადუსი იქნება.
6-8 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსს მიაღწევს.
7 ივნისის შემდეგ არამდგრადი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა დაიწევს.

იტვირთბა....