იმერეთში საჩხერის გადასახვევთან გუშინ ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი დაშავებული კი რომლის მდგომარეობაც მძიმეა, ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველის თქმით, ერთი დაღუპული ქალია, რომელიც საჭესთან იჯდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი “ოპელისა” და “მერსედესის” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით დაიწყო.