ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მოვიდა დრო ვთქვათ კმარა”

“მოვიდა დრო ვთქვათ კმარა” – ასეთი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს ტერორისტებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად და ითანამშრომლებს სხვა წამყვან ქვეყნებთან, რათა ინტერნეტი აღარ იყოს „უსაფრთხო სივრცე“ ექსტრემისტებისთვის.
“ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს” – განაცხადა მეიმ. მისი განცხადებით, მარტიდან 5 თავდასხმა მოხდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტერორიზმი ტერორიზმს ბადებს.
შეგახსენებთ, გუშინ, ლონდონის ხიდთან ახლოს Boro Market-ზე, უცნობი, დანით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა რესტორანს, საიდანაც დაშავებულები გამოჰყავდათ. მესამე ინციდენტი მოხდა ვოქსჰოლის რაიონში.

ლონდონის პოლიციის ცნობით, ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....