ლონდონში, ლონდონ-ბრიჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიცია შემთხვევას როგორც “სერიოზულს” ახასიათებს.
ტელეარხ sky news-ის ინფორმაციით, არიან დაშავებულები. როგორც ტელეარხი იუწყება, ხიდზე შესაძლოა ასევე ჰქონდა ადგილი თავდასხმას ცივი იარაღის გამოყენებით.
ახლოს მდებარე რკინიგზის სადგური დაიხურა. თავის მხრივ, BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა. BBC-ის ინფორმაციით, ხუთი პირი დაშავებულია და მათ დახმარებას ადგილზე უწევენ. ხიდი გადაკეტილია.