ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

არამწეველი და მწეველი ბრალდებულები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან.

 

აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.

 

განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.

იტვირთბა....